Thursday, March 15, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


  1. პროექტის სახელწოდება:   ინტერკულტურული პრობლემა კლასში
  2. პროექტის მთავარი იდეა:
  3. –ტოლერანტობის ჩამოყალიბება მოსწავლეებში
  4. პროექტის აქტუალობა:
  5. – სკოლისა და კლასის კონტიგენტი შედგება სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებისაგან, საქარათველო ოდითგანვე იყო ტოლერანტული ქვეყანა, უმცირესობათა ტრადიციის შესწავლის მიზნით პროგრესი მიიღწევა.
  6. პროექტის მიზანი:
  7. –ეთნიკური უმცირესობების ისტორიული კულტურული ფასეულობების,საქართველოს ისტორიულ ფასეულობათა კონტექსტში შესწავლა და ნასწავლიდან სწორი დამოკიდებულებების გამომუშავება. 
     -უმცირესობების მხრიდან ქართული კულტურისა და ენისადმი პატივისცემის დამკვიდრება, ქრისტიანული რელიგიისადმი პატივისცემის ატმოსფეროს შექმნა
     – საქართველოსა და ქართველი ერის, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების,ისტორიისა და კულტურის ცოდნის გავრცელება
     – სკოლაში და კლასში სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს შორის მეგობრული და სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება 
     5.მონაწილეთა ასაკი:
    – ფოკუზ ჯგუფი შედგება 15–16 წლის მოსწავლეებისაგან
     6.ვადები| ხანგრძლოვობა: 1–თვე

    7.მოსალოდნელი შედეგები | პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

    – კვლევის დადებითი მხარე,უფროსი თაობის დახმარება, ჩვენის მიერ დასახული მიზნის შედეგზე გასვლა 
     8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:
    –ადამიანური რესურსი,კომპიუტერი, მონიტორი,დიქტაფონი, ფოტოაპარატი, ბლოკნოტი, კალამი, საკლასო ოთახი, ვიდეო კამერა 
     9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    –პროექტის გაცნობა ფოკუზ ჯგუფის გამოყოფა, სამუშაო დროის განსაზღვრა, დავალებების გადანაწილება, კვლევის კითხვარის შედგენა, გასვლა სამუშაო ადგილებზე: ინტერვიუების აღება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან, სურათებისა დავიდეოს  გადაღება,სკოლაში კვლევის ჩატარება და მისი შედეგების დათვლა, საკლასო ოთახის გაფორმება, ვიზუალური მხარის დატვირთვა თემატური სურათებით,პრეზენტაცია მონიტორის გამოყენებით, პროექტის განხილვა,პროექტის შეფასება და მიღწეული შედეგები.   
      10.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

    –ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისტ.პროგრამების გამოყენება 
    –ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისტორიის, გეოგრაფიის და კულტურის საგნის ინტეგრირება
     –პროექტში არსებული საკითხის გააზრებისა და ათვისების ხელშეწყობა
    11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მაია ნოზაძე
    12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
    – maianozadze67@gmail.com
    13.პროექტის ვებ–გვერდი|ბლოგი: http://maiamchedlishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment